საქართველო ტყის ხანძრებმა მოიცვა – თეთრწყაროში ახალი კერა გაჩნდა

გამოწერა
ცეცხლის ქრობის სამუშაოებში სულ ჩართულია 1000-მდე მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისთან ტყე იწვის.

ხანძარი ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
ხანძარი რაჭაში: ამბროლაურის რაიონში ტყე იწვის

როგორც „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები უკვე დაწყებულია.

მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ, დილიდან კი ქრობის ოპერაცია განახლდა. ხანძარს 30-მდე მეხანძრე ებრძვის.

ორშაბათიდან, 9 მარტიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტყის ხანძრები გაჩნდა.

„მთელი საქართველოს მასშტაბით 20-ზე მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა – ოზურგეთში, ამბროლაურში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და კასპში ერთბაშად რამდენიმე ადგილზე მოგვიწია ცეცხლთან ბრძოლა", – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა.

მისი თქმით, ამ მომენტისთვის აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ყველა კერის ქრობის ოპერაცია. ქვეყანაში სულ მობილიზებულია ათასზე მეტი მეხანძრე-მაშველი, სახანძრო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ოთხი ვერტმფრენი.

ხანძრის გავრცელების საერთო ფართობმა 130 ჰექტარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0