ხანძარი რაჭაში: ამბროლაურის რაიონში ტყე იწვის

© photo: Sputnik / STRINGERხანძარი ბორჯომის ტყეში
ხანძარი ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის დასახლებულ პუნქტზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ამბროლაურის რაიონის სოფელ შუა კრიხის მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში ვერტმფრენებიც მონაწილეობენ, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ხანძრი გურიაში – სოფელ ვაკიჯვარში ქარსაცავი ზოლი იწვის>>

უწყების ცნობით, რთული რელიეფის გამო ცეცხლის კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. ცეცხლს ვერტმფრენებთან ერთად 150-მდე მეხანძრე-მაშველი ინდივიდუალური სპეცტექნიკის საშუალებით აქრობს.

ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში ორი ვერტმფრენია ჩართული.

ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე ხელმძღვანელობს.

დასახლებულ პუნქტზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. უწყებაში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს მთლიანად ექვემდებარება.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყველა ახალი ამბავი
0