გურიაში ქარსაცავი ზოლი იწვის – ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

გამოწერა
ხანძარი ქარსაცავ ზოლში გუშინ, საღამოს გაჩნდა, ის სწრაფად გავრცელდა და დაახლოებით 12 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვართან ქარსაცავ ზოლზე გაჩენილი ხანძრის ქრობის ოპერაციაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთო, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხანძარი - Sputnik საქართველო
ხანძარი გურიაში – სოფელ ვაკიჯვარში ქარსაცავი ზოლი იწვის

ხანძარი ქარსაცავ ზოლში გუშინ, საღამოს გაჩნდა, ის სწრაფად გავრცელდა და დაახლოებით 12 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. რთული რელიეფის გამო ათობით მეხანძრე ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას და რამდენიმე ადგილზე ხანძრის კერების ლიკვიდაციას.

ამჟამად ხანძრის ქრობის პროცესში გურიის, აჭარისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურების 120-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.

შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.

უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყველა ახალი ამბავი
0