თეთნულდზე ზვავში მოყოლილი იტალიელი ტურისტი ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველადი გამოკვლევებით გამოიკვეთა, რომ პაციენტს მაღალი ალბათობით ნეიროქირურგიული და ტრავმატოლოგიური ჩარევა დასჭირდება

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. სვანეთში, თეთნულდზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაშავებული იტალიელი ტურისტი ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, იტალიელი ტურისტების ჯგუფი აკრძალულ ზონაში შევიდა და ზვავის პროვოცირება მოახდინა. შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, სამი კი გადარჩა.

ექიმის განცხადებით, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ის ტრავმული შოკის მდგომარეობაში იმყოფება.

პირველადი გამოკვლევებით გამოიკვეთა, რომ პაციენტს მაღალი ალბათობით ნეიროქირურგიული და ტრავმატოლოგიური ჩარევა დასჭირდება.

„ავადმყოფი შემოყვანილია სვანეთიდან. სავარაუდოდ დასჭირდება ნეიროქირურგისა და ტრავმატოლოგის მეთვალყურეობა. დანარჩენი დამატებითი კვლევების შემდეგ გახდება ცნობილი“, – აცხადებს ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი ნოდარ ლომიძე.

ტურისტული ჯგუფის დაკარგული წევრები მთის კურორტების განვითარების კომპანიის მაშველებმა იპოვეს. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 3 ადამიანი. მაშველებმა მოახერხეს ზვავში მოყოლილი 3 მოქალაქის გადარჩენა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0