ბოროტმოქმედებმა ალკოჰოლური სასმელი და ტკბილეული წაიღეს: ვერაზე „ორი ნაბიჯი" გაქურდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება „ქურდობის" მუხლით დაიწყო.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. დღეს მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯის" ერთ-ერთ ფილიალში ქურდობა მოხდა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქურდებმა მაღაზიიდან ალკოჰოლური სასმელი და ტკბილეული წაიღეს. ამ დროისთვის ზარალის ზუსტი ოდენობა ცნობილი არ არის.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ერთიდან ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0