თბილისში ახალგაზრდა ქალი მტკვარში გადახტა

© photo: Sputnik / Stringerარ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმხილველების თქმით, ქალი სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცთან ერთად ავტომობილში იჯდა, საიდანაც მოულოდნელად გადმოვიდა და მდინარეში გადახტა.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლევილის სახელობის სანაპიროსთან ახალგაზრდა ქალი მდინარე მტკვარში გადახტა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა თბილისში დღეს, გამთენიისას მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ქალი სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცთან ერთად ავტომობილში იჯდა, საიდანაც მოულოდნელად გადმოვიდა და მდინარეში გადახტა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ქალის შეჩერება ვერ შეძლო და აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციას შეატყობინა.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0