12:59 03 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4778
  • 100 RUB4.0593
  • USD3.1813
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1353)
83 0 0

მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.

არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„შემოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აქვს ჭრილობა გულმკერდის არეში ბასრი საგნით. უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთზე არ ემუქრება", - აცხადებს ორჟონია.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

ნიკა ლატარია

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1353)

მთავარი თემები