ხანძარი სოფელ რუისპირში: ქარი ცეცხლის ქრობას ხელს უშლის - დამწვარია რამდენიმე შენობა

გამოწერა
ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახს და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი, მიტოვებულ შენობებზე გავრცელდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამატებით ეკიპაჟების მობილიზებას  ახდენს

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახს და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი მიტოვებულ შენობებზე გავრცელდა.

ხანძარი - Sputnik საქართველო
ტყის ხანძრები კახეთში: ადგილზე სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული

ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, თუმცა ამ დრომდე, ძლიერი ქარის გამო, ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. დამწვარია რამდენიმე მიტოვებული შენობა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინატიტუტის ყოფილი შენობაა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დამატებითი ეკიპაჟების მობილიზება მიმდინარეობს.

ხანძრის ქრობის პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0