სალომე სამადაშვილს უცნობი მამაკაცი თავს დაესხა

© photo: Mtavari Arkhi / FB „მთავარი არხის“ მიკროფონი
„მთავარი არხის“ მიკროფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატი ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა და „მთავარი არხის“ კორესპონდენტი სამადაშვილთან ინტერვიუს ჩაწერას აპირებდა.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პარასკევს საღამოს უცნობმა მამაკაცმა ქუჩაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატი ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა და „მთავარი არხის“ კორესპონდენტი სამადაშვილთან ინტერვიუს ჩაწერას აპირებდა.

„საღამოს, როგორც ხშირად, ჩემი სახლის წინ მთავარი არხის ჟურნალისტი იწერდა ინტერვიუს. ლუიც საღამოს გასეირნებისთვის ემზადებოდა. მაგრამ ვაკის პოლიციაში ამოყო თავი, ჩემთან ერთად. როდესაც უცნობი მამაკაცი უშვერი სიტყვებით თავს დაგვესხა, იგნორირება ვცადეთ, არ გაჩერდა. ბოლოს კამერით გაეკიდნენ, გაიქცა. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა, დღემდე. ცენტრალური ქუჩა არაა, შემთხვევით არავინ სეირნობს აქ. მადლობა საპატრულო პოლიციის ვაკის განყოფილებას ოპერატიული რეაგირებისთვის“, – წერს სალომე სამადაშვილი Facebook-ში.
ანრი ოხანაშვილი - Sputnik საქართველო
ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარაში ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძეს გირაო შეეფარდა

მან ასევე განაცხადა, რომ იმედი არ აქვს ისეთი ოპერატიული გამოძიების, როგორც ანრი ოხანაშვილის შემთხვევაში მოხდა.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და მისი ოჯახი 14 იანვარს აგრესიის მსხვერპლი გახდა. შემთხვევა ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც ოხანაშვილი სამ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად ვახშმობდა. რობაქიძე იმავე რესტორანში იმყოფებოდა და დეპუტატსა და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა.

ვახტანგ რობაქიძეს, რომელიც დეპუტატ ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის იყო დაკავებული, 7 ათასლარიანი გირაო შეეფარდა.

ყველა ახალი ამბავი
0