შეფერხება მეტროში - საბურთალოს ხაზი ამ დროისთვის მგზავრებს ვერ ემსახურება

© Tbilisi Transport Companyთბილისის მეტრო
თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, მეტროსადგურ „წერეთელზე“ ძველ საკაბელო ქსელში პრობლემა იყო. ადგილზე გასულია ჯგუფი და მიმდინარეობს მუშაობა

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, მეტროსადგურ „წერეთელზე“ ძველ საკაბელო ქსელში პრობლემა იყო. ადგილზე გასულია ჯგუფი და მიმდინარეობს მუშაობა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მთლიან ხაზზე მოიხსნა ძაბვა და შესაბამისად, საბურთალოს ხაზი ამ დროისთვის მგზავრებს ვერ ემსახურება.

როდის აღდგება საბურთალოს ხაზზე მოძრაობა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამ დროისთვის ვერ საუბრობენ.

ყველა ახალი ამბავი
0