რა კავშირშია ე.წ. კანონიერი ქურდი „ ბურდღუნიჩა" საქართველოში დაკავებულ ექვს პირთან

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სამიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა  „ ქურდული სამყაროს" წევრობის და  „ ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს, განაცხადა შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძმ ბრიფინგზე.

საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები მთავარ პროკურატურასთან ერთად ჩატარდა თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ქობულეთში. ყველა ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.

პოლიცია კიევში - Sputnik საქართველო
კიევში ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ერთმანეთს შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით,  „ქურდული სამყაროს" წევრებსა და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ  „კანონიერი ქურდ" ნიკოლოზ ფურცხვანიძეს, მეტსახელად "ბურდღუნიჩას" მიმართეს.

„ქურდული სამყაროს" წევრებს შორის, რომლებიც მოდავე მხარეებს წარმოადგენდნენ, სატელეფონო ქურდული გარჩევა შედგა, რომლის შედეგადაც, ერთ-ერთ მხარეს 8,7 ათასი ევროს ერთი თვის ვადაში გადახდა დაეკისრა.

„ქურდული სამყაროს" წევრების მხრიდან სისტემატური ზეწოლის შედეგად, ორი მათგანი იძულებული გახდა დაკისრებული თანხა ანგარიშზე დაერიცხათ.

ბრალდებულთა სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ე.წ. კანონიერ ქურდ „ბურდღუნიჩას" უკავშირდებოდნენ.

გამოძიება „ქურდული სამყაროს" წევრობის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე მეოთხე პრიმა-მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებულებს სამიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ყველა ახალი ამბავი
0