ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარმა ხანში შესული ქალი იმსხვერპლა

© photo: Sputnikსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერი დაკვამლიანების გამო მიმდებარე ბინებიდან შვიდი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თბილისში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ხანში შესული ქალი ემსხვერპლა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ინციდენტი ქავთარაძის ქუჩაზე გუშინ, ღამით მოხდა. შემთხვევის ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკეტილ ბინაში, სადაც დაკვამლიანება შენიშნეს, ქალი იმყოფებოდა. საცხოვრებელ სახლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანში შესული ქალის ცხედარი იპოვეს.

დაკვამლიანების გამო მიმდებარე ბინებიდან გამოყვანილია შვიდი მოქალაქე. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0