უბედური შემთხვევა: 35 წლის მამაკაცს ამწე დაეცა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანაგაში ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაკვეთით რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. სოფელ ანაგაში ხევის გაწმენდის სამუშაოების შესრულებისას 35 წლის მამაკაცს ამწე დაეცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

უბედური შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტში დღეს, დილით მოხდა. მამაკაცს ფეხები და სახე აქვს დაზიანებული.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ჯერ წნორის კლინიკაში გადაიყვანა, შემდეგ კი იგი თბილისში გადმოიყვანეს.

ანაგაში ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაკვეთით რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0