პოლიციამ ცოლ-ქმრის მკვლელობა გახსნა

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს, რომელმაც დანაშაული აღიარა, 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გარდაბანში გასულ წელს მომხდარი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმე გახსნეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მკვლელობის ბრალდებით 35 წლის მამაკაცი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გასული წლის ივნისში ხანშიშესულ ცოლ-ქმარს, რომლებიც მისი ნათესავები იყვნენ, ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, მათი კუთვნილი ძვირფასეულობა და ფული წაიღო და მიიმალა. ცოლ-ქმარი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0