უბედური შემთხვევა სტეფანწმინდაში: როგორია ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა

© photo: Sputnik / Stringerგუდაური-ყაზბეგის გზის მონაკვეთი
გუდაური-ყაზბეგის გზის მონაკვეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი დაშავებული საქართველოს მოქალაქეა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იგი ამ დროისთვის თბილისშია გადმოყვანილი.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული გვიან ღამით გუდაურის გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან თბილისში გადმოიყვანეს იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ზვავში მოყოლილი მანქანა, რომელშიც რუსეთის მოქალაქე დაიღუპა - Sputnik საქართველო
სტეფანწმინდაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად რუსეთის მოქალაქე დაიღუპა

ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას ქვედა კიდურების დაზიანებები აღენიშნება.

მეორე დაშავებული, რომელიც ხევში გადავარდნილ ავტომობილში იმყოფებოდა, სტეფანწმინდის კლინიკაში გადაიყვანეს და შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა. 23 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გუშინ, საღამოს მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილი გზაზე ჩამოწოლილი ზვავის გამო ავტომობილი, რომელშიც რუსეთის, საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ხევში გადავარდა. დაიღუპა რუსეთის მოქალაქე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მაშველებმა ავტომობილიდან ამოიყვანეს ორი ადამიანი, რომელთაგან ერთს, საქართველოს მოქალაქეს აღენიშნება ფეხის მოტეხილობა, ხოლო სომხეთის მოქალაქეს სხეულის მცირე დაზიანებები.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა რუსეთისკენ მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზაა. ამჟამად ამ გზის კობი–გუდაურის მონაკვეთი ტრაილერებისთვის დაკეტილია.

ყველა ახალი ამბავი
0