ტექდათვალიერება ფულის სანაცვლოდ: გურიაში ყალბ დასკვნებს გასცემდნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliტექდათვალიერების ცენტრი
ტექდათვალიერების ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ქრთამის სანაცვლოდ ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილებზე ყალბ დასკვნებს გასცემდნენ.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. გურიაში ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების სერვის-ცენტრის ორი თანამშრომელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ქრთამის სანაცვლოდ ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილებზე ყალბ დასკვნებს გასცემდნენ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 220-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0