ბათუმში ზღვამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. სიკვდილის მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა ჩატარდება.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ბათუმში ზღვამ 25 წლამდე მამაკაცის ცხედარი გამორიყა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0