მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიკროავტობუსი დაიწვა

გამოწერა
მომხდარი ფაქტის გამო აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სადისტრიბუციო მიკროავტობუსი დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

წინასწარი ინფორმაციით, მიკროავტობუსში, რომელიც კომპანია „პე-ეს-პეს" ეკუთვნოდა, ცეცხლი გაუმართავმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. საბედნიეროდ, მძღოლმა ტრანსპორტიდან გადმოსვლა დროულად მოასწრო და არ დაშავებულა.

მომხდარი ფაქტის გამო აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.

შემთხვევის ადგილზე მისულ ორ სახანძრო-სამაშველო ბრიგადას მიკროავტობუსი უკვე დამწვარი დახვდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0