თბილისში ბინა გაქურდეს - დაკავებულია ერთი პირი

გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 2  თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის ფაქტზე თბილისში 51 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვაზნები - Sputnik საქართველო
თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ბინის ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევია.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შევიდა და ოქროს ნივთები და ძვირფასეულობა მოიპარა. სამართალდამცველებმა ბრალდებული  იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნაქურდალ ნივთებთან ერთად მიმალვას ცდილობდა.

„პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მოპარული ძვირფასეულობა და ოქროს ნივთები სრულად, ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ამოღებულია ქანჩი და კუსტარულად დამზადებული, კარის გასაღები ხელსაწყოები, მათ შორის ე.წ. „ატმიჩკები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0