ბოლნისში 71 წლის მამაკაცი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს სასჯელის სახით შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ბოლნისში 57 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში თანასოფლელს, 71 წლის მამაკაცს ეჭვიანობის ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ამავე სოფელში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. უწყების ცნობით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

ბოლნისში 70 წლის მამაკაცი მოკლეს >>

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0