საექსპერტო კომპანიის ხელმძღვანელი დოკუმენტების გაყალბებაში ამხილეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელმძღვანელის გარდა უკანონო საქმიანობაში მხილებულია ასევე კომპანიის სამი თანამშრომელი, რომელთაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე კერძო საექსპერტო კომპანიის ხელმძღვანელი და მისი სამი თანამშრომელი ამხილეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თანხის სანაცვლოდ, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე დაამზადეს და გასცეს ბეტონის ლაბორატორიული გამოცდის ყალბი ოქმები ბეტონის სიმტკიცესთან დაკავშირებით.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0