გლდანში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

© Sputnik / STRINGERხანძარი გლდანში
ხანძარი გლდანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეცხლის გაჩენის მიზეზების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. გლდანის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია, ადგილიდან იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ცეცხლს ებრძვის რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისათვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0