ბათუმში ავტომობილი ორ არასრულწლოვანს დაეჯახა: როგორია დაშავებულების მდგომარეობა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ თავის არეში ტრავმები აღენიშნებათ.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი არასრულწლოვანი გოგონა დაშავდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი 14 და 15 წლის მოზარდებს მაშინ დაეჯახა, როდესაც ისინი საავტომობილო გზაზე გადადიოდნენ. დამნაშავე მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ თავის არეში ტრავმები აღენიშნებათ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოხებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0