ირანის მოქალაქეებმა თბილისში სავალუტო ჯიხური დააყაჩაღეს - დაკავებულია ერთი პირი

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის განყოფილება
პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დადგენილია ბრალდებულის თანამზრახველის ვინაობა და მისი დაკავების მიზნით შესაბამის ღონისძიებები ხორციელდება

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ირანის 24 წლის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 იანვარს, თანამზრახველთან ერთად, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების მიზნით, ჯიხურის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს. ასევე, უწყების ცნობით, დადგენილია მისი თანამზრახველის ვინაობა და მისი დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0