თბილისში მუქარის ბრალდებით 32 წლის მამაკაცი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მუქარის ბრალდებით დაკავებულს სასჯელის სახით ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში 32 წლის მამაკაცი მუქარის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებული, დროებითი საცხოვრებლის შესაძლო ქირავნობის მიზნით, ტელეფონით დაუკავშირდა თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე ბინის მფლობელებს, რა დროსაც მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ამავე დღეს განხორციელებული სატელეფონო საუბრის დროს, მ.ბ. მოსაუბრეებს გაეცნო როგორც პოლიციის თანამშრომელი - ლევან მაისურაძე და ბინის მფლობელებს მისი სახელით დაემუქრა“, -აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0