ზემო ლარსი დღეს: გუდაური–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

© photo: Sputnikთოვლი საქართველოს გზებზე
თოვლი საქართველოს გზებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუდაური–კობის მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრობა.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო სატრანსპორტო მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გუდაური–კობის მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის კი მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0