გურიაში ჩაის პლანტაციები დაიწვა

© photo: Sputnikმეხანძრე
მეხანძრე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე ათამდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა, საბედნიეროდ, ცეცხლმა დასახლებულ პუნქტამდე ვერ მიაღწია.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ტერიტორიაზე ძველი ჩაის პლანტაციები და გაველურებული ბუჩქნარი დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ოთხ ჰექტარ ფართობზე ხანძარი გუშინ, საღამოს გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ორ კერად იყო გაჩენილი და თანდათან დიდ ფართობზე გავრცელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე ათამდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. სახანძრო სამსახურის დროულად ჩარევის წყალობით ცეცხლმა დასახლებულ პუნქტამდე ვერ მიაღწია.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0