სვანეთში მთის მწვერვალზე მყოფი მამაკაცი შველას ითხოვს

© photo: Emergency Management Service / FB საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენი
 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთაში დაშავებული მამაკაცის შესახებ, რომელსაც კიდურები აქვს მოყინული, საგანგებო სამსახურს მისმა თანხლებმა პირმა აცნობა

თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე მამაკაცს მაშველების დახმარება ესაჭიროება, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში დარეკვა და სამაშველო სამსახურის გამოძახება მამაკაცის თანმხლებმა პირმა მოახერხა. 

„დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე იმყოფება მამაკაცი, რომელსაც ესაჭიროება მაშველების დახმარება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სვანეთი - Sputnik საქართველო
სვანეთის მთებში ფრანგი და გერმანელი ტურისტები გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მამაკაცი კლდოვან მწვერვალზე ორი დღის განმავლობაში იმყოფება და მოყინული კიდურების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებს.

შაბათს გვიან საღამოს, შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გავიდა სამაშველო ჯგუფი.

უწყების ინფორმაციით, დღეს დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი. 

 

ყველა ახალი ამბავი
0