პოლიციამ ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული მიმდინარე წლის 1 დეკემბერს ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ მარკეტს თავს დაესხა, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოლარეს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე 22 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ მარკეტს თავს დაესხა, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოლარეს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დედოფლისწყაროში ქალი წამებით მოკლეს: დაკავებულია სამი პირი – ვიდეოკადრები>>

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0