წალკის რაიონში ასაკოვანი მამაკაცი წამებით მოკლეს

CC BY 2.0 / Tex Texin / "Crime Scene Do Not Cross" tapeყვითელი ლენტი დანაშაულის ადგილზე
ყვითელი ლენტი დანაშაულის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს თავს რამდენიმე ბოროტმოქმედი დაესხა. ამ დრომდე უცნობია, რა გახდა მკვლელობის მოტივი.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. წალკის რაიონში მამაკაცი სასტიკად აწამეს და მოკლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა წალკის რაიონის სოფელ არწივანში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ასაკოვან მამაკაცს თავს რამდენიმე ბოროტმოქმედი დაესხა. მამაკაცი მხეცურად აწამეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. სხვა დეტალები დანაშაულის შესახებ ამ დრომდე უცნობია.

საზარელი მკვლელობა თბილისში: ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი მოკლეს>>

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, რაც ისჯება პატიმრობით 7-დან 15 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0