დედოფლისწყაროში ქალი წამებით მოკლეს: დაკავებულია სამი პირი – ვიდეოკადრები

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ცნობით, ქალს ბრალდებულები ყაჩაღურად დაესხნენ თავს და მისი საცხოვრებელი სახლიდან ფული და სამკაულები გაიტაცეს.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში 60 წლის ქალი 6 ნოემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. ქალი მარტო ცხოვრობდა. ახლობლებმა ის მას შემდეგ მოიკითხეს, რაც სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მეზობლების ინფორმაციით, ქალს ხელები დამტვრეული ჰქონდა და სხეულის სხვა დაზიანებებიც აღენიშნებოდა.

პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო
კახეთში 61 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

უწყების ცნობით, ქალს ბრალდებულები ძალადობის გამოყენებით, ყაჩაღურად დაესხნენ თავს და მისი საცხოვრებელი სახლიდან ფული და სამკაულები გაიტაცეს. თავდასხმის შედეგად ქალი გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე 60, 45 და 27 წლის მამაკაცები დააკავეს. ორი ბრალდებული აჭარაში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, არალეგალური გზით თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას გეგმავდნენ. ჯგუფის მესამე წევრი კი სამართალდამცველებმა რუსთავში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სამკაულები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების „ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0