მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თვითმკვლელობა თუ მკვლელობა? – საფრანგეთის ციხეში 30 წლის ქართველი გარდაცვლილი იპოვეს

© Pixabay / Pavlofoxსაპყრობილე
საპყრობილე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას ცხედრის ჩამოსვენებაში დახმარებას სთხოვს. მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე, 30 წლის ნიკა ქირია გარდაცვლილი იპოვეს.

შემთხვევა ქალაქ ტულუზის საპყრობილეში გუშინ მოხდა.

© photo: courtesy of Nika Kiriaგერმანიის ციხეში გარდაცვლილი ნიკა ქირია
თვითმკვლელობა თუ მკვლელობა? – საფრანგეთის ციხეში 30 წლის ქართველი გარდაცვლილი იპოვეს - Sputnik საქართველო
გერმანიის ციხეში გარდაცვლილი ნიკა ქირია

როგორც გარდაცვლილის დედამ ფატიმა ლაგვილავამ „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტთან განაცხადა, ოჯახს გუშინ, ღამით დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ შეატყობინეს.

„ჩემი შვილი საფრანგეთში სამუშაოდ იყო წასული. ხუთი თვეა, რაც ციხეშია და მალე გათავისუფლებას ელოდებოდა. წუხელ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ თავი ჩამოუხრჩვია“, – განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას ცხედრის ჩამოსვენებაში დახმარებას სთხოვს.

ჯერჯერობით მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0