უკანონო სამეწარმეო საქმიანობა: სამართალდამცველებმა 23 ფიზიკური პირი ამხილეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მხილებულ პირებს სასჯელის სახით ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე 23 ფიზიკური პირი ამხილეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

ამ ეტაპზე მათგან 11 პირი ბრალდებულის სახით პასუხისგებაშია მიცემული.

გამოძიების ცნობით, დანაშაულში მხილებული პირები თბილისში, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში კომერციულ საქმიანობას სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ეწეოდნენ.

„ხსენებული პირები სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის და მოსაკრებლისათვის თავის არიდების მიზნით ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდნენ ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს", – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამეწარმეო საქმიანობას რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე, ან/და სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0