ქრთამის აღების ბრალდებით რეინჯერი დააკავეს

© photo: Sputnik / Tutov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რეინჯერს სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
ქრთამის აღების ფაქტზე მერიის განყოფილების უფროსი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიიდან 500 ტომარა მიწის ნაყოფიერი ფენის უკანონოდ მოპოვების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 3,5 ათასი ლარი მოსთხოვა, რომელიც ორ ნაწილად გამოართვა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0