საკუთარი ცოლის გაუპატიურებისთვის ქმარს 7 წლით პატიმრობა შეეფარდა

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მამაკაცი ცოლის მიმართ ძალადობასა და გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა.

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის მიმართ ძალადობისა და გაუპატიურებისთვის ქმარს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, წერს გაზეთი „ახალი თაობა“.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ქურდობა, ოჯახური ძალადობა და ნარკომანია: ბოლო წლებში ძალიან გაზრდილი დანაშაულის სტატისტიკა

პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებების თანახმად, 2019 წლის 25 თებერვალს ი.ჩ.-მ ცოლი სცემა, ტუჩი გაუხეთქა, შემდეგ კი ღამით ძალის გამოყენებით თბილისის ზღვაზე წაიყვანა და გააუპატიურა.

ი.ჩ. მიმდინარე წლის 3 მარტს დააკავეს.

მას ბრალი სსკ-ის 111-137-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის გაუპატიურება) და 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

 

ყველა ახალი ამბავი
0