რუსთავი-თბილისის გზაზე ცხვრებით სავსე სატვირთო ამოტრიალდა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციური ლენტი
პოლიციური ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასამდე ცხვარია დახოცილი. აღნიშნული გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე, ქვემო ფონიჭალასთან, სატვირთო მანქანა, რომელსაც რამდენიმე ასეული ცხვარი გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასამდე ცხვარია დახოცილი. მომხდარის გამო შეფერხებულია გზაზე ავტომობილების გადაადგილება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება. 

აღნიშნული გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

ყველა ახალი ამბავი
0