თავდასხმა ინკასატორზე ფოთში - დაკავებულია ორი პირი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ცნობით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ფოთში სწრაფი გადახდის აპარატების ინკასატორზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებულია ორი პირი - 42 წლის გ.ღ. და 43 წლის შ.ქ.

გამოძიების მიხედვით, ნიღბიანი და დანით შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ფოთში ყაჩაღურად თავს დაესხნენ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ერთ-ერთი კომპანიის ინკასატორს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

„რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ დაზარალებულის ავტომანქანაში არსებულ, კომპანიის კუთვნილ თანხას - 39413 ლარს. ლ.დ. ავტომანქანაში მიატოვეს და მიიმალნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტომობილში დამონტაჟებული ვიდეორეგისტრატორი, რომლის მეხსიერების ბარათზე დაფიქსირებულია აღნიშნული დანაშაულის ამსახველი ჩანაწერი.

საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
ნეიროქირურგმა გიორგი მაღალაშვილმა მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა

ორივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ასევე, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0