თბილისში აქციის დაშლის დროს დაშავებული ყველა მოქალაქე კლინიკიდან გაწერეს

© Sputnik / Alex Shlamov26 ნოემბრის აქცია. დაშავებულს სასწრაფო დახმარების მანქანაში ათავსებენ
26 ნოემბრის აქცია. დაშავებულს სასწრაფო დახმარების მანქანაში ათავსებენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავებული სამი მოქალაქე კლინიკიდან სამშაბათს გამოწერეს, მეოთხე კი – ოთხშაბათს

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებული ოთხივე მოქალაქე სტაციონარიდან გამოწერილია. ამის შესახებ „ნოვოსტი–გრუზიას“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

შოთა დიღმელაშვილი: პიკეტირების აუცილებლობა ამაღამ არ დგას >>

სამი პაციენტი ჯერ კიდევ სამშაბათს გამოწერეს, მეოთხე კი – ოთხშაბათს.

ოპოზიციამ გადაწყვიტა ორშაბათიდან პარლამენტის პიკეტირება, რათა სამშაბათს დილით მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებისთვის პლენარული სხდომის ჩატარების შესაძლებლობა არ მიეცათ. პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, მომიტინგეებმა უარი განაცხადეს ტერიტორიის დატოვებაზე, შედეგად კი შს სამინისტრომ ქუჩაში სპეცრაზმი გამოიყვანა და აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

გურამ მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო
მომიტინგეებმა პარლამენტის დეპუტატის ბრიფინგი ჩაშალეს - ადგილზე პოლიცია გამოიძახეს

სპეცრაზმმა მომიტინგეების გამოძევება პარლამენტის შესასვლელებიდან დილის ექვს საათზე დაიწყო. შედეგად, ოპოზიციამ და რამდენიმე ახლად შექმნილი ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა გადაინაცვლეს პარლამენტთან, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე. ორშაბათს საღამოდან გადაკეტილი სავალი გზა პოლიციამ კარვებისგან გაათავისუფლა და განაახლა საავტომობილო მოძრაობა.

შედეგად, პარლამენტში პლენარული სხდომა დაგეგმილ დროს ჩატარდა.

საპროტესტო აქციები თბილისში 14 ნოემბრიდან დაიწყო. მიზეზი გახდა საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩაგდება, რომელიც ითვალისწინებდა მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

ყველა ახალი ამბავი
0