თბილისში CO-თი ორი არასრულწლოვანი მოიწამლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია „თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, გაითვალისწინონ  სპეციალისტების რჩევები და არ თვითნებურად დააერთონ ჩახსნილი დანადგარები

თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. თბილისში, ვარკეთილის რაიონში, გაქირავებულ ბინაში CO-თი ორი არასრულწლოვანი მოიწამლა, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში მოხდა.

„ერთ-ერთ მისამართზე ორი მცირეწლოვანი ბავშვი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეჭვი CO-ზე იყო. მისამართზე გასულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა გაზის გაჟონვა ვერსად დააფიქსირა. თუმცა აღმოჩნდა, რომ გაქირავებულ ბინაში, სადაც ორი მცირეწლოვანი მოიწამლა და სიკვდილს გადარჩა, აკრძალული და მკვლელი ღია კამერიანი გამათბობელი იყო დამონტაჟებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
აფეთქება გლდანში: მობილიზებულია გაზის საავარიო სამსახური

კომპანიის ცნობით,  ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი ღია წვის კამერიანი გამათბობელი აღმოჩნდა. ასევე დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე „თბილისი ენერჯის“ ჯგუფმა ერთხელ უკვე ჩაჭრა მკვლელი და საშიში დანადგარი. თუმცა მოგვიანებით იგივე დანადგარი თვითნებურად დააერთეს ქსელზე.

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, სტატისტიკურად მოწამვლის და გარდაცვალების 70 პროცენტი გაქირავებულ ან დაგირავებულ ბინებში ხდება.

„გაქირავებულ ან დაგირავებულ ბინებში ბინის მეპატრონეები არ იცავენ გაზის უსაფრთხოდ მოხმარების წესებს და მკვლელ ღია კამერიან დანადგარებს ამონტაჟებენ ბინაში, შემდეგ კი აქირავებენ “, - აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, გაითვალისწინონ  სპეციალისტების რჩევები და არ დააერთონ თვითნებურად ჩახსნილი დანადგარები, ხშირად გაანიავონ ფართი და არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები.

გაზქურა - Sputnik საქართველო
„თბილისი ენერჯი“: აბონენტები სასიკვდილო დანადგარებს ხელმეორედ აერთებენ

მიმდინარე წლის დასაწყისში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული გახდა. იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. ასევე იანვრის ბოლოს ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, თებერვლის ბოლოს ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. რამდენიმე დღის წინ გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსში მომხდარ აფეთქებას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.  ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0