ბუტა რობაქიძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ბრალი წარუდგინეს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიდევ ერთი მსჯავრდებული, საქართველოს შსს-ს კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროს ზაზა ბაქრაძე, რომელსაც აღიარებითი ბრალდების სანაცვლოდ ხუთი წლით პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული, დღეს ტრაგედიის ადგილზე მივიდა.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალი კიდევ ერთ პირს, ირაკლი წერეთელს წარუდგინეს, რომელიც მკვლელობის პერიოდში დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილი პროკურორი იყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რიბაქიძის განმარტებით, ვინც გამოძიებასთან ითანამშრომლა, ყველას აპატია.

„მან უნდა ითანამშრომლოს. ამის შანსი ჰქონდა დონაძესაც და მიქაძესაც. ვინც ითანამშრომლა, მე ყველას შევუნდე”, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ ექს-ჩინოვნიკები დამნაშავედ ცნო

ორი დღის წინ ამავე საქმის ფარგლებში პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენა. ოქრუაშვილი ამჟამად  პატიმრობაშია. ოქრუაშვილი თბილისში, პარლამენტის წინ 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის ხელმძღვანელობის, ორგანიზებისა და არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს. რაც შეეხება ადეიშვილს, ის მრავალი წელია საქართველოში არ იმყოფება, შესაბამისად, ბრალი მას დაუსწრებლად წარედგინა.

რაც შეეხება კიდევ ერთ მსჯავრდებულს, საქართველოს შსს-ს კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროს ზაზა ბაქრაძეს, რომელსაც აღიარებითი ბრალდების სანაცვლოდ ხუთი წლით პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული, ის დღეს ტრაგედიის ადგილზე მივიდა.

„თავი ჩავთვალე ვალდებულად, აქ მოვსულიყავი. ჩემი აქ მოსვლის მიზეზი ერთადერთია, რომ კიდევ ერთხელ მოვინანიო ის დანაშაული, რაც 15 წლის წინ მაქვს ჩადენილი. ვალდებულად ვთვლი თავს, რომ იმ ახალგაზრდა ადამიანის სულს კიდევ ერთხელ პატივი მივაგო. ჩემი ცხოვრების მანძილზე ეს დარჩება შავ ლაქად და ამ ადამიანის სულის და მისი ოჯახის წინაშე დანაშაული მაქვს ჩადენილი“, – განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.
ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
ოქრუაშვილსა და ადეიშვილს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინათ

მან საქართველოს პირველი არხის შეკითხვის საპასუხოდ, რა ინფორმაციას ფლობს როგორც ყოფილი სამართალდამცველი ბუტა რობაქიძის საქმეში ირაკლი ოქრუაშვილის მონაწილეობაზე, ბაქრაძემ განაცხადა, რომ მას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.

„მიმდინარეობს გამოძიება და ამ შეკითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა ბაქრაძემ.

რაც შეეხება ამ საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულს, ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს, ბაქრაძის თქმით, ადეიშვილს მასზე არანაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი.

საქმე ეხება 2004 წლის 23 ნოემბერს თბილისში, დიდუბის ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძე საპატრულო პოლიციამ მოკლა. ინციდენტის დროს BMW-ს მარკის ავტომობილში 6 ახალგაზრდა იმყოფებოდა — ამირან რობაქიძე, გიორგი წულუკიძე, ლევან ღონღაძე, პაატა ქიბართაია, ირაკლი მიქაბერიძე და კახაბერ აზარაშვილი. მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, მაშინდელმა ოპოზიციამ ეს საქმე „ხელისუფლების მიერ ფალსიფიცირებულ საქმეთა" რიცხვს მიაკუთვნა.

ახალი დეტალები ბუტა რობაქიძის საქმეში - ყოფილი მაღალჩინოსნის აღიარება >>

მაშინდელი გამოძიების ვერსიით, პოლიციამ „ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფი" დააკავა, რომელთაგან ერთ-ერთი წინააღმდეგობის გაწევის მცდელობისას მოკლული იქნა, დანარჩენები კი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ (2012 წელს) საქართველოს პროკურატურამ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. 2018 წლის ბოლოს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით შსს-ს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს თავისუფლება სხვადასხვა ვადით აღეკვეთათ.

ყველა ახალი ამბავი
0