დასავლეთ საქართველოში ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა

© photo: Sputnik / Nika Latariaხანძრის შედეგები სვანეთში
ხანძრის შედეგები სვანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დღეებში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ტყის ხანძრებს რამდენიმე ასეული მეხანძრე ებრძოდა. ხანძრების უმეტესობა ლიკვიდირებულია.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ცაგერის რაიონის სოფელ წიფერჩთან ხანძარს დაახლოებით 40 მეხანძრე-მაშველი ებრძვის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ცეცხლი დაახლოებით ხუთ ჰექტარზეა გავრცელებული. იწვის ეკალ-ბარდები. რთული რელიეფის გამო ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები ღამით შეჩერდა.

ხანძარი სვანეთში - Sputnik საქართველო
ტყის ხანძრები საქართველოში: ცეცხლთან ბრძოლა გრძელდება

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი სვანეთში გაემგზავრნენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

ჭელიძის თქმით, სამი-ოთხი დღის განმავლობაში ხანძარი ერთდროულად შვიდ ადგილზე გაჩნდა. იწვოდა ტყის ქვედა საფარი, ბალახი და ბუჩქნარი. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში დამთავრდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, მაგრამ ადგილზე დარჩებიან ჯგუფები, რომლებიც მთელი ღამე გაუწევენ მონიტორინგს ტერიტორიას.

კიდევ ერთი ტყე იწვის: ხულოში ხანძარია>>

„საკმაოდ რთულ ვითარებაში უწევდათ ბიჭებს მუშაობა, მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო", – განაცხადა ჭელიძემ.

სოზარ სუბარის განცხადებით, მესტიაში 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი იმყოფებოდა, რომლებმაც შეძლეს და ორ დღეში ჩააქრეს ცეცხლი.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
კიდევ ერთი ხანძარი: მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს ტყეში ცეცხლი გაჩნდა

ამ დროისთვის სოფელ ცხუმართან არსებულ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. სალიკვიდაციო სამუშაოებში დაახლოებით 50 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.

ხანძარი ასევე ლიკვიდირებულია ლენტეხის რაიონში. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში დაახლოებით 18 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.

რაც შეეხება ხანძრის სხვა კერებს, ონის რაიონის სოფელ ირთან ხანძარი დაახლოებით 35-მა მეხანძრე-მაშველმა ჩააქრო, სოფელ ხიდაშელებთან მუშაობდა დაახლოებით 40 მეხანძრე-მაშველი.

ამბროლაურის რაიონის სოფელ აბართან ხანძარი დაახლოებით 45-მა მეხანძრე-მაშველმა ჩააქრო.

წყალტუბოში ჩაის პლანტაციები იწვის>>

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში ცეცხლი 13-მა მეხანძრემ ჩააქრო.

ამ ადგილებში ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. ბოლო ინფორმაციით, ამჟამად ცეცხლის კერა მხოლოდ ცაგერის რაიონში შეინიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0