თბილისის ცენტრში მამაკაცი დაჭრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევის ადგილი ფოთში - Sputnik საქართველო
ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი ნაჯახით დაჭრეს

გავრცელებული  ინფორმაციით, კონფლიქტს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რის შედეგადაც მამაკაცს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენეს.

დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0