ხანძრები საქართველოში: ცეცხლი ტყის ქვედა საფარს შვიდ სხვადასხვა ადგილზე უკიდია

© photo: Sputnik / Anna Ogorodnik / გადასვლა მედიაბანკშიხანძრები
ხანძრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სვანეთში, სამეგრელოში, რაჭასა და აჭარაში გაჩენილ ხანძრებს ჯამში 380-მდე მეხანძრე-მაშველი დილიდან აქრობს.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს, მონადირეებს, ტყეში გირჩის შესაგროვებლად შესულ ადგილობრივ მოსახლეობას, ლაშქრობის მოყვარულებს მოუწოდებს, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„თქვენმა შესაძლო დაუდევრობამ შესაძლებელია ბუნებას დიდი ზიანი მიაყენოს. ცხელი ზაფხულის შემდეგ საქართველოში შემოდგომაც მშრალი ამინდებით გამოირჩევა. შედეგად, ტყის ქვედა საფარი გამომშრალია, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს. ამიტომ მოგიწოდებთ, იყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით“, – განაცხადეს უწყებაში.
სახანძრო - Sputnik საქართველო
კიდევ ერთი ტყე იწვის: ხულოში ხანძარია

ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ტყის ქვედა საფარის ხანძრის შვიდი სხვადასხვა კერა ფიქსირდება. სვანეთში, სამეგრელოში, რაჭასა და აჭარაში მიმდინარე ხანძრების ჩაქრობის სამუშაოებში ჯამში 380-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევრალის მიმდებარედ ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან მონაწილეობს 120-მდე მეხანძრე-მაშველი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმართან კი ტყის ქვედა საფარზე გაჩენილ ხანძარს დილიდან 20-მდე მეხანძრე-მაშველი აქრობს.

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირთან ტყის ქვედა საფარზე გავრცელებული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართულია 30-მდე მაშველი და სახანძრო ავტოტექნიკა. ონის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდაშელების მიმდებარედ კი ტყის ქვედა საფარის ხანძრის ჩაქრობით დილიდან 60-მდე მეხანძრე-მაშველია დაკავებული. მეხანძრე-მაშველების ანალოგიური რაოდენობაა ჩართული დილიდან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარის მიმდებარედ ტყის ქვედა საფარის ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებშიც.

აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს, მიმდინარეობს კერების სალიკვიდაციო სამუშაოები, ადგილზე მუშაობს 45 მეხანძრე-მაშველი.

სვანეთში ტყეები იწვის: მეხანძრე-მაშველები და ადგილობრივები ხანძარს ებრძვიან - Sputnik საქართველო
სვანეთში ტყეები იწვის: მეხანძრე-მაშველები და ადგილობრივები ხანძარს ებრძვიან

რაც შეეხება სამეგრელოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი სალხინოს მიმდებარედ ფერდობზე იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ტერიტორია სახანძრო ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა. დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოებში კი ჩართულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

ხანძრის კერებთან იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ ნოემბერში საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის ხანძრის 44 ფაქტი დაფიქსირდა: კახეთში – 3, შიდა ქართლში – 3, ქვემო ქართლში – 9, სამცხე-ჯავახეთში – 4, იმერეთში – 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 6, რაჭაში – 3, აჭარაში – 3, გურიაში – 1. ჯამში მათ სალიკვიდაციო სამუშაოებზე 1500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0