ქობულეთის მერიის სამი თანამშრომელი პატიმრობაში დარჩება

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშისაკანი
საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების ინფორმაციით, რწმუნებულებმა და ქობულეთის მერიის თანამშრომელმა ქრთამის სანაცვლოდ უხარისხოდ აშენებული საზოგადოებრივი საპირფარეშო ჩაიბარეს.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ოთხი თანამშრომლიდან სამს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთი კი 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ოთხი თანამშრომელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ ქრთამის აღების ოთხ ფაქტზე დააკავეს.

დაკავება - Sputnik საქართველო
ქობულეთში მერიის ოთხი თანამშრომელი დააკავეს: ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ავთანდილ ნემსიწვერიძე, რომელიც ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელია, 30 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა. გირაოს გადაწყვეტილება სასამართლომ ბრალდებულის ჯანმრთელობის, ოჯახური მდგომარეობისა და ასაკის გამო მიიღო. ნემსიწვერიძე საპატიმროს მას შემდეგ დატოვებს, რაც გირაოს თანხას გადაიხდის.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოფლების საჩინოს, ქაქუთისა და ხალას რწმუნებულები პატიმრობაში დარჩებიან.

დაკავებულებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ზედამხედველობა და კონტროლი ევალებოდათ. მათ აღნიშნული სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელს, ობიექტზე არსებულ დარღვევებზე რეაგირების არგანხორციელებისა და შესრულებული სამუშაოების აქტებზე ხელმოწერის სანაცვლოდ, ქრთამის სახით ფულადი თანხა მოსთხოვეს. კერძოდ, მათ საზოგადოებრივი ობიექტების მშენებელი კომპანიებისგან ქრთამის სახით 500-დან 1000 ლარამდე აიღეს და ამ თანხის სანაცვლოდ უხარისხოდ აშენებული საზოგადოებრივი საპირფარეშო ჩაიბარეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0