ავტოავარია რუსთავში – დაშავებული 10 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

© Sputnik / STRINGERსაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. რუსთავი–ლილოს ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 10 წლის ბიჭის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

პოლიციური ლენტი - Sputnik საქართველო
ტრაგედია რუსთავი-ლილოს გზაზე: ავარიას 4 წლის ბავშვი და შუახნის ქალი ემსხვერპლნენ

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მცირეწლოვანი ბავშვი და შუახნის ქალი. ინციდენტისას სულ 5 ადამიანი დაშავდა.

10 წლის მოზარდი გვიან ღამით რუსთავის საავადმყოფოდან თბილისში გადმოიყვანეს – იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ასევე მძიმეა კიდევ ერთი დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც რუსთავის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ყველა ახალი ამბავი
0