11:50 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1789)
102 0 0

რამდენიმე დღეა, რაც თბილისში ლევან აკინის შვედურ-ქართული დრამის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები იმართება

თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. პრესა და ქართული ჟურნალისტიკა მიმაჩნია ერთ-ერთ მთავარ მტრად ქართული ერისა, განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში, სადაც თანამოაზრეებთან ერთად ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გასაპროტესტებლად ემზადება.

კინოთეატრ „ამირანთან“ სამართალდამცველებია მობილიზებული >>

რამდენიმე დღეა, რაც თბილისში ლევან აკინის შვედურ-ქართული დრამის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები იმართება.

მორალისა და ქართული ტრადიციების დამცველმა, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მედიას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მისი „შეგონება ისმინა“ და განმეორებითი შეკითხვები იმაზე, რაც უკვე თქვა, აღარ დაუსვა.

„მე უცნაურ რამეს ვიზამ ახლა და პრესას მადლობას ვეტყვი, რაც გაუგონარი რამეა ჩემი მხრიდან, რადგან პრესა და ქართული ჟურნალისტიკა მიმაჩნია ერთ-ერთ მთავარ მტრად ქართული ერისა, მაგრამ გუშინ რატომღაც სასწაული მოხდა და პრესამ ჩემი შეგონება ისმინა და განმეორებითი შეკითხვები იმაზე, რაც უკვე ვთქვი არ დამისვა და მე განცვიფრებული ვიყავი ამით, რადგან პირველად მოვესწარი ეგეთ რაღაცას. მოდი მადლობა ვუთხრათ ამ ხალხს ამისთვის“, - განაცხადა ვასაძემ.

ბიზნესმენის განცხადებით, ის თავს შეურაცხყოფილად გრძნობს იმით, რომ „გრძელდება ეს ფრონტალური, ენით გამოუთქმელი შეურაცხყოფა  ქვეყნისა.“

ამ დროისთვის  კინოთეატრ „ამირანთან“, სადაც ფილმის  ჩვენება უნდა დაიწყოს, პოლიციაა მობილიზებული.

რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ისინი კინოთეატრებიდან მოშორებით იმყოფებიან. მათ შორის არიან ნაციონალისტური მოძრაობა „ქართული მარშის“ წარმომადგენლები, ლევან ვასაძის მომხრეები და სასულიერო პირები.

კინოჩვენება დღეს 19:30 და 22:00 საათზე გაიმართება.

„მე პირადად არ მომწონს“: გია ვოლსკი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაღების იდეას ემიჯნება >>

8 ნოემბერს ქვეყნის ექვს კინოთეატრში იმართებოდა ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა, რომელიც არატრადიციული სიყვარულის ისტორიაზეა აგებული. თბილისში კინოთეატრ „ამირანის“ და „თბილისი გალერის“ ტერიტორიაზე კინოთეატრ „კავეას“, ხოლო ბათუმში კინოთეატრ „აპოლოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ასობით აგრესიულად განწყობილი მოქალაქე შეიკრიბა, რომელთა მხრიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. თბილისში 25 ადამიანი დააკავეს, ბათუმში - სამი.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1789)

მთავარი თემები