ქობულეთში მერიის ოთხი თანამშრომელი დააკავეს: ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულებმა სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებზე რეაგირების და შესრულებული სამუშაოების აქტებზე ხელმოწერის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ფულადი თანხა მოითხოვეს

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ოთხ ფაქტზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფოთი - Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია დააკავეს

დაკავებულებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ევალებოდათ ზედამხედველობა და კონტროლი. მათ აღნიშნული სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელს, ობიექტზე არსებულ დარღვევებზე რეაგირების არგანხორციელებისა და შესრულებული სამუშაოების აქტებზე ხელმოწერის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ფულადი თანხა მოსთხოვეს.

ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

საქმეზე გამოძიება გრძელდება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-იდან 9 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0