კვირაში ორჯერ: ტელეკომპანია „იმედზე“ კიდევ ერთი კიბერშეტევა განხორციელდა

გამოწერა
ტელეკომპანიის კომპიუტერულ ქსელში შეაღწია კრიპტოვირუსმა, რომელიც შიფრავს და აზიანებს ვიდეოფაილებს, აცხადებენ სპეციალისტები

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ტელეკომპანია „იმედზე“ კიდევ ერთი კიბერთავდასხმა მოხდა, იუწყება ტელეკომპანია  Imedi.

„ჰაკერული თავდასხმა 2 ნოემბერს 21:30 საათზე დაფიქსირდა და 30 წუთს გაგრძელდა. „იმედის“ IT სპეციალისტების ინფორმაციით, ტელეკომპანიის ქსელში შეაღწია კრიპტოვირუსმა, რომელიც შიფრავს და აზიანებს ვიდეოფაილებს. ამ დროისათვის მიმდინარეობს სისტემის აღდგენა. მიყენებული ზარალის მოცულობა ჯერ დადგენილი არ არის“, - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

ჰაკერები - Sputnik საქართველო
ჰაკერების მორიგი მუქარა – რა წერილები მიიღეს პრეზიდენტმა და ტელეკომპანიებმა

ორშაბათს ჰაკერებმა ასობით ვებ-გვერდს შეუტიეს და დააზიანეს ტელეკომპანია „იმედისა" და „მაესტროს" სერვერები. ბევრი სამთავრობო და კერძო სტრუქტურის ვებ-გვერდზე ოფიციალური პირველი გვერდების ნაცვლად ჰაკერებმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით I'll be Back („მე დავბრუნდები").

მასობრივ კიბერშეტევასთან დაკავშირებულ გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

კიბერთავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჰაკერებმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, აჭარის მთავრობას, ორი ინსტანციის სასამართლოებსა და წამყვან ქართულ ტელეკომპანიებს ელექტრონულ მისამართებზე მუქარის შემცველი წერილები გაუგზავნეს. წერილები მიიღეს „რუსთავი 2“-მა, „მთავარმა არხმა“, „იმედმა“, „აჭარის ტელევიზიამ“, რეგიონულმა ტელევიზია „ქვემო ქართლმა“ და საინფორმაციო სააგენტო „იმედინიუსმა“.

ადამიანი კომპიუტერთან - Sputnik საქართველო
„პრო-სერვისი": კიბერშეტევები ვებ-გვერდებზე დიდი ხნის წინ მომზადდა

წერილების ავტორებმა აღიარეს, რომ სწორედ ისინი დგანან ორშაბათს, 28 ოქტომბერს განხორციელებული ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმის უკან. ისინი მოუწოდებენ ტელეარხებს რაღაც საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებისკენ, რომელსაც ეს ტელეარხები თითქოსდა ფლობენ და რომელიც ჰაკერების ხელმისაწვდომი გახდა.

მუქარის შემცველი წერილების დაგზავნის ფაქტების შესწავლა კიბერშეტევის საქმის გამოძიების ფარგლებში ხდება.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 286-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ყველა ახალი ამბავი
0