ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, გ.ფ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე  ძმას გადაჭრილი თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვასა და ტარებაში ბრალდებული გ.ფ. დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიცია - Sputnik საქართველო
ზესტაფონში ძმამ ძმა მოკლა

მტკიცებულებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 1 თებერვალს, გ.ფ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯერ მეზობელს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ურთიერთშელაპარაკებისას შურისძიების მოტივით 25 წლის ძმას გადაჭრილი თოფიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

მიღებული დაზიანების შედეგად დ.ფ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული სოფელ მარტოთუბანში ცხელ კვალზე დააკავეს.

სიღნაღში სოფლის რწმუნებულის ვაჟი დაჭრეს >>

„გ.ფ.–ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა და ატარებდა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გ.ფ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ყველა ახალი ამბავი
0