ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

მკვლელი დედა: ქალმა ახალშობილი მატარებლის ფანჯრიდან გადააგდო

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული ქალი
დაკავებული ქალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორსულმა ქალმა მატარებელში იმშობიარა და ახალშობილი ფანჯრიდან გადააგდო, სადაც ის სიცივისგან დაიღუპა. ქალს 2,5 წლით კოლონია-ჩასახლება მიესაჯა.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ქალი, რომელმაც ახალშობილი მატარებლის ფანჯრიდან გადააგდო, მკვლელობაში დამნაშვედ ცნეს, იუწყება ურალის სატრანსპორტო პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, 2018 წლის თებერვალში ქალმა პირდაპირ ელექტრომატარებელში იმშობიარა. იმყოფებოდა რა „ემოციური დაძაბულობისა და ფსიქოტრავმატულ ვითარებაში“, მშობიარემ ჩვილი ფანჯრიდან გარეთ გადააგდო, სადაც ის გაიყინა და დაიღუპა. 

ქალი ხელბორკილით - Sputnik საქართველო
პოლიციამ ჩემოდანში ახალშობილის გვამი იპოვა: დაწყებულია გამოძიება

ქალის მიმართ სისხლის სამართლის საქმე „დედის მიერ ახალშობილი ბავშვის მკვლელობის“ მუხლით იყო აღძრული. დამნაშავეს კოლონია−ჩასახლებაში 2,5 წლით სასჯელის მოხდა მიესაჯა. ადვოკატი შეეცადა გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება, მაგრამ სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ეს დედის მიერ ახალშობილის მკვლელობის ერთადერთი და პირველი ფაქტი არ არის. მაგალითად, მიმდინარე წლის თებერვალში უდმურტიაში მცხოვრებმა 36 წლის ქალმა სააბაზანოში გააჩინა მეოთხე შვილი და იქვე მოკლა ის. მან უბრალოდ ცხვირის ნესტოებზე ააფარა ბავშვს ხელი და დაელოდა, როდის შეწყვეტდა ის სუნთქვას. როდესაც ახალშობილი დაიღუპა, ქალმა ცხედარი პაკეტში ჩადო და ქმარს გაატანა ნაგავში გადასაგდებად. 

მოკლული ბავშვის გვამი მეორე დღეს იპოვეს კომუნალური სამსახური თანამშრომლებმა.

ყველა ახალი ამბავი
0